პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
მან ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზე.
„ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი“ , – განაცხადა გახარიამ.