ძლიერი თოვა, ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

ა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 26 დე­კემ­ბრის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი: ძლი­ე­რი თოვა, ძლი­ე­რი ქარი, ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი, ელექტრო გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე შე­მოყი­ნუ­ლო­ბა; მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა, ზღვა­ზე ძლი­ე­რი 6 ბა­ლამ­დე შტორ­მი.

სა­ა­გენ­ტო გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე დიდ­თოვ­ლო­ბის, ლი­პყი­ნუ­ლის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ქარ­ბუ­ქის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

“მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა – გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share