კოშმარული საღამო ნეაპოლელებისთვის, გაძევებული 2 ფეხბურთელი, უხეში თამაში ხვიჩას წინააღმდეგ და მაურინიო – კვარაცხელიას “დაპირისპირება”

სე­რია A-ს მე-17 ტურ­ში “ნა­პო­ლი“ გას­ვლა­ზე “რო­მას“ შეხ­ვდა და მატ­ჩი ან­გა­რი­შით 2:0 დათ­მო.

სტუ­მარ­თა გუნ­დის მწვრთნელ­მა ვალ­ტერ მა­ცა­რიმ შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა ნე­პო­ლე­ლე­ბი მო­ე­დან­ზე:

  • მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, ჟუან ჟე­ზუ­სი, მა­რიო რუი, ან­გი­სა, ლო­ბოტ­კა, ზი­ლენ­სკი, პო­ლი­ტა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, ოსი­მე­ნი

ყვე­ლა ელო­და, რომ “რომა” ტრა­დი­ცი­უ­ლად დაც­ვით და ჩა­კე­ტილ თა­მაშს შეს­თა­ვა­ზებ­და მე­ტო­ქეს, თუმ­ცა ასე არ მოხ­და. გუნ­დე­ბი პირ­ველ ტა­იმ­ში, საკ­მა­ოდ გახ­სნი­ლად და გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით უტევ­დნენ.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და თა­მა­შის გამ­წვა­ვე­ბა, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­მო­ვი­და ამის­გან შე­დე­გი­ა­ნი. სი­მარ­თლე მო­ი­თხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ მას “რო­მას” ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ძა­ლი­ან მჭიდ­როდ და უხე­შად ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ, ერთ ეპი­ზოდ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სე­რი­ო­ზულ ტრავ­მას გა­დარ­ჩა რო­დე­საც მას მე­ტო­ქე ფეხ­ბურ­თელ­მა სა­ხე­ში ჩა­არ­ტყა ხელი. პირ­ველ ტა­იმ­ში ხვი­ჩას­თან უხე­ში თა­მა­შის გამო “რო­მას” ორმა ფეხ­ბურ­თელ­მა მი­ი­ღო ყვი­თე­ლი ბა­რა­თი.

ხვი­ჩას წი­ნა­აღ­მდეგ ერთ-ერთი მორ­გი უხე­ში თა­მა­შის შემ­დეგ, “რო­მას” მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჟოზე მა­უ­რი­ნიო კარ­გა ხანს უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხით ელა­პა­რა­კე­ბო­და “კვა­რას”, სა­ინ­ტე­რე­სოა, რას უხ­სნი­და პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ქარ­თველს. პორ­ველ ტა­იმ­ში გო­ლის გა­ტა­ნა ვერ­ცერ­თმა გუნ­დმა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

მე­ო­რე ტა­ი­მი “ნა­პო­ლის” აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა გო­ლის გა­ტა­ნის რე­ა­ლუ­რი შან­სი ნე­ა­პო­ლე­ლებს არ ჰქო­ნი­ათ. ისი­ნი საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ 66-ე წუთ­ზე, რო­დე­საც მსაჯ­მა წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა პო­ლი­ტა­ნოს. “ნა­პო­ლი” მო­ე­დან­ზე 10 კა­ცით დარ­ჩა.

რის მე­რეც “რომა” უტევ­და და 76-ე წუთ­ზე ან­გა­რი­შის გახ­სნაც მო­ა­ხერ­ხა, მე­რე­ტის კარ­ში გოლი შეც­ვლა­ზე შე­მო­სულ­მა პე­ლეგ­რი­ნიმ გა­ი­ტა­ნა.

85-ე წუთ­ზე “ნა­პო­ლის” კი­დევ ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­უ­ძე­ვეს, ამ­ჯე­რად ოსი­მენ­მა მი­ი­ღო მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი და და­ტო­ვა მო­ე­და­ნი. 86-ზე წუთ­ზე კი მა­ცა­რიმ ქარ­თვე­ლი შეც­ვა­ლა. ხვი­ჩას ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე რას­პა­დო­რი გა­ვი­და, თუმ­ცა ბოლო წუ­თებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა “ნა­პო­ლის” ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლა. ბოლო წუ­თებ­ში “რომა” ბევ­რს უტევ­და, თუმ­ცა მე­რე­ტის თავ­გან­წი­რულ­მა თა­მაშ­მა არა­ერ­თხელ იხ­სნა “ნა­პო­ლი”. თუმ­ცა 95-ე წუთ­ზე “რო­მამ” მე­ო­რე გო­ლის გა­ტა­ნა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა. ბურ­თი ლუ­კა­კუმ გა­ი­ტა­ნა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მატ­ჩი უკი­დუ­რე­სად უხე­ში გა­მო­ვი­და. მა­უ­რი­ნი­ოს შე­გირ­დებ­მა ჯამ­ში 5 ყვი­თე­ლი ბა­რა­თი, ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა კი 2 ყვი­თე­ლი და 2 წი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღეს.

“ნა­პო­ლიმ” კი­დევ ერთი მატ­ჩი დათ­მო. ვალ­ტერ მა­ცა­რიმ გუნ­დი 8-ჯერ გა­იყ­ვა­ნა მო­ე­დან­ზე, შე­დე­გე­ბი, რბი­ლად რომ ვთქვათ, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა – 3 მო­გე­ბა და 5 წა­გე­ბა.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share