რესპუბლიკური პარტიის შიდა პრაიმერი მომავალი წლის 23 იანვარს ტრადიციულად ნიუ ჰემშპირის შტატიდან დაიწყება

მომავალი წლის მთავარი მოვლენა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია და ჩვენი ახალი ამბებიც აქედან დავიწყოთ

მოკლედ, რესპუბლიკური პარტიის შიდა პრაიმერი, თვეზე ნაკლებ დროში, მომავალი წლის 23 იანვარს, ტრადიციულად ნიუ ჰემშპირის შტატიდან იწყება

ამ შტატში რესპუბლიკელები ზაფხულისათვის დაგეგმილ პარტიის საერთო ყრილობისათვის 22 დელეგატს აირჩევენ და ამ დელეგატებზე მანდატებს შიდა პრაიმერში გამარჯვებული კანდიდატი მიიღებს

მოკლედ მოდით ავხსნათ შიდა პრაიმერის პრინციპი

მაგალითად ნიუ ჰემშპირის შტატში გამარჯვებული, რესპუბლიკელთა ცენტრალურ ყრილობაზე 22 მანდატს მიიღებს, ეს არის ამ შტატის ქვოტა

მაგალითისათვის კალიფორნიის შტატში გამარჯვებული 169 მანდატს მიიღებს, ტეხასში კი 161,

სულ პარტიის ყრილობის დელეგატთა რაოდენობა 2278 ია. ეს დელეგატები პარტიიდან ერთადერთ კანდიდატს დაამტკიცებენ

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ ჰემშპირი პატარა შტატია და მას დელეგატთა ცოტა რაოდენობა ეყოლება, ის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. ჯერ ერთი იმიტომ რომ პირველია და მეორეც ამ შტატში გამარჯვებული ისტორიულად ყველაზე ხშირად იგებს არჩევნებს

რა მდგომარეობაა დღეისათვის

ვიცით რომ შიდა პრაიმერში უპირობოდ ლიდერობდა ექს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მაგრამ მოულოდნელად საარჩევნო მარათონში, ჩამოიტოვა რა საგრძნობლად დესანტისი, რესპუბლიკურ პარტიაში შიდა პრაიმერში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, პროუკრაინელმა ჰეილიმ და თუ დღეს წინასწარი გამოიკითხვებით ტრამპს 44% აქვს, ჰეილი უკვე 29% ავიდა, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ დესანტისს მხოლოდ 10% აქვს

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა რომ აპირებს მეორე ვადით იყაროს კენჭი და იმედოვნებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს

იანვარში, საფრანგეთში,  ფრონტზე უკრაინის დახმარებისათვის მორიგი კოალიცია შეიქმნება და  კონფერენციას გამართავს-ამჯერად ამ კოალიციაში გაერთიანებული ქვეყნები უკრაინის დახმარებაზე არტილერიის გაძლიერების კუთხით ისაუბრებენ-ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ კოალიციას გამიზნული აქვს უკრაინის არმიაში თვითმავალ საარტილერიო დანადგარებზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ

გრძელდება გერმანული საზენიტო დანაფგარების პატრიორების ბენეფისი უკრაინის ფრონტზე-ამ დანადგარების გამოყენებით. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ – ბოლო 48 საათში, ხუთი ზებგერითი, მოიერიშე, რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო – ამათგან ერთი სუ 30 და 4 სუ 34,

თავი რომ დავანებოთ მათ ღირებულებას-თითოეული 50 დან 80 მილიონ ამერიკულ დოლარამდეა, იმდენად დიდი იყო ფსიქოლოგიური დარტყმა რუსებისათვის, რომ ამ უკანასნკელებმა ავიაციის გამოყენება, დროებით მთელი ფრონტის ხაზზე შეაჩერეს

აღსანიშნავია რომ პატრიოტის საზენიტო დანადგარებმა რუსების მოიერიშეები ფრონტის სიღრმეში, დაახლოებით 50 კილომეტრ რადიუსში ჩამოაგდეს

ჯერ უკრაინის არმიის ცაში უპირატესობის მოპოვებაზე საუბარი ნაჩქარევია, თუმცა როცა საქმეში ფ-16 ჩაერთვება ეს დროც დადგება

ექსპერტები აღნიშნავენ რომ ეს დიდი შვება იქნება ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცებისათვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ახლა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე იბრძვის

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share