სკანდალი, რომელსაც თეა წულუკიანი მალავს – სად გაქრა უძველესი ადამიანის კბილი

თეა წულუკიანი უძველესი ადამიანის კბილს მალავს. ეს არის სკანდალი, რომლის გახმაურებასაც კულტურის სამინისტროც, ეროვნული მუზეუმიც და არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე მეცნიერებიც ერიდებიან. მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითრდა. არქეოლოგიური არტეფაქტი, რომელიც მეცნიერებმა 2 კვირის წინ აღმოაჩინეს, ახლა უკვე გამქრალია. ადამიანის კბილი, რომლის ასაკიც სავარაუდოდ მილიონ 800 ათასი წელია, მეცნიერებს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩამოართვეს და მას შემდეგ კვალი იკარგება.

მოვლენები თითქოსდა დაუდევრად ვითარდებოდა მანამდეც, ვიდრე საქმეში უწყება ჩაერეოდა. ცნობილია, რომ უნიკალური კბილი სოფელ ოროზმანში მომუშავე ექსპედიციამ საზოგადოებას 8 სექტემბერს წარუდგინა. 19 სექტემბერს მეცნიერებმა მისი ეროვნულ მუზეუმისთვის გადაცემა სცადეს, მაგრამ დოკუმენტაციის გაფორმება ვერ მოესწრო. ღამით კი კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არტეფაქტი თითქოსდა ერთ-ერთი მეცნიერის სახლიდან ამოიღო და ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიტანა. თუმცა, სად არის ახლა ისტორიული ზეზვას და მზიას ბიძაშვილის კბილი – გაურკვეველია.

“ეს კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული და დაცულია სამწუხაროდ, მხოლოდ გუშინდელი დღიდან. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა….

მესმის, რომ თქვენ გყავთ ა.წ უკვე ციხეში მყოფილი ყოფილი პროკურორი უფროსად, მაგრამ თქვენ არავის დაუნიშნიხართ ჩემს პროკურორად, ამიტომ არ ვარ ვალდებული თავი ვიმართლო. მესმის, რომ ნერვიულობთ, რომ მეტ ინფორმაციას არ გაძლევთ, მე გეუბნებით, რომ სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მხოლოდ გუშინდელიდან, სავარაუდოდ ეს უდიდესი აღმოჩენა, რომელიც უნდა ყოფილიყო მუზეუმში, გენერალურმა ინსპექციამ ამოიღო კერძო პირის ბინიდან, არის იქ სადაც უნდა იყოს, ამგვარი მოპყრობა დიდი არქეოროგიური აღმოჩენებისადმი სრულიად დაუშვებელია”, – თქვა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share