“რუსეთს ფსიქიურად არანორმალური დიქტატორი მართავს“–ბორის აკუნინი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ათობით ცნობილი რუსი მოღვაწე აპროტესტებს. ისინი საკუთარ პოზიციას ძირითადად სოციალური ქსელებით გამოხატავენ. ცნობილი რუსი მწერალი, ბორის აკუნინი(გრიგორი ჩხარტიშვილი) აცხადებს, რომ 24 თებერვალს ახალი, საშინელი ეპოქა დაიწყო:

“სულ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ პუტინი ამ აბსურდულ ომს დაიწყებდა, მაგრამ შევცდი. ყოველთვის მჯეროდა, რომ გონიერება ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებდა, მაგრამ შევცდი. გაიმარჯვა უგნურებამ. იღუპებიან ადამიანები, იღვრება სისხლი. რუსეთს ფსიქიურად არანორმალური დიქტატორი მართავს, და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ის (რუსეთი) მორჩილად მიყვება მის პარანოიას. ვიცი, რომ პუტინლანდია და რუსეთი ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოსთვის არანაირი სხვაობა აღარ არსებობს“– ამბობს აკუნინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share