ბევრი ვიბრძოლე სტატუსისთვის, უამრავი სტატია გამოვაქვეყნე – სააკაშვილი

”თუ ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში, ნულოვანი შანსი იქნება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების. ხელისუფლების შეცვლის პირობებში, მე ვიძლევი გარანტიას, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 4 წელიწადში.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს, როდესაც ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო ქვეყნის უმეტესი ნაწილი, ჩვენ დავაორგანიზეთ ცოცხალი ჯაჭვი და უდიდესი მიტინგი, სადაც მე ვთქვი: “ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით რუსეთს და მივდივართ ევროპაში”.

ახლა უნდა ვთქვათ: “ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით ოცნებას და მივდივართ ევროპაში”.

თანაც ძალიან ბევრი ვიბრძოლე სტატუსისთვის, უამრავი სტატია გამოვაქვეყნე, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა წერა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის წამყვან პრესაში, ასევე, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს.” –

განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა ფორმულასთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share