რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის კოლონიიდან პირველი წერილი გამოაქვეყნა.
“მომიყვანეს შაბათს (23 დეკემბერს) საღამოს. ისეთი სიფრთხილით და ისეთი უცნაური მარშრუტით წამიყვანეს (ვლადიმირი – მოსკოვი – ჩელიაბინსკი – ეკატერინბურგი – კიროვი – ვორკუტა – ხარპი), რომ არ ველოდი, აქ თუ იანვრის შუა რიცხვებამდე ვინმე მიპოვიდა. გამიკვირდა, როდესაც გუშინ კამერის კარები გამიღეს სიტყვებით: “თქვენთან ადვოკატია”. – წერს ნავალნი.
ამასთან, ნავალნი თქმით, ის სასეირნოდ გვერდით საკანში გაჰყავთ, სადაც თოვლი დევს და მისი საკნის ფანჯრიდან მხოლოდ ახლოს მდებარე ღობე ჩანს.
ალექსეი ნავალნი 6 დეკემბერს გაუჩინარდა. ადვოკატები, თანამებრძოლები და ოჯახის წევრები მას 3 კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
8 დეკემბერს გაიმართა სასამართლო, რომელსაც ნავალნი ვირტუალურად უნდა დასწრებოდა. ვიდეოკავშირის არ ქონა ბადრაგმა კოლონიაში მომხდარ ავარიას დააბრალეს, რომლის შედეგადაც ელექტროენერგია გაითიშა.
11 დეკემბერს ოპოზიციონერი არ გამოჩნდა კიდევ ერთ სასამართლოზე. იმავე დღეს ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნი მე-6 კოლონიაში “აღარ იმყოფება”.
19 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთისგან ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელის გამხელა მოითხოვა.