უკრაინის გაერთიანებული ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა, ქალაქ ვოლნოვახასთან რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი (SU-34) ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ამ თვითმფრინავის პილოტებმა განახორციელეს ბარბაროსული დაბომბვა მშვიდობიან მოსახლეობასა და ქალაქის ინფრასტრუქტურაზე”, – აცხადებენ უწყებაში.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში მოსკოვმა უკვე 30-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი დაკარგა.