მთელი წლის განმავლობაში ფრონტის არცერთ მონაკვეთზე რუსებს წინსვლა პრაქტიკულად არ ჰქონიათ – საერთაშორისო მიმოხილვა წლის შეჯამება

„გურიის მოამბე“ საერთაშორისო მიმოხილვა

წლის შეჯამება

პირველი-მთელი წლის განმავლობაში ფრონტის არცერთ მონაკვეთზე რუსებს წინსვლა პრაქტიკულად არ ჰქონიათ

მეორე – უკრაინელთა კონტრშეტევამ ვერ გაამართლა მოლოდინები-ამის მთავარი მიზეზი მასზე დამყარებული დიდი და არარეალური მოლოდინები გახდა

მიზეზი-მძიმე ტქნიკაში და ავიაციაში უპირატესობის არ ქონა და გარკვეულწილად მტრის შესაძლებლობების არ დაფასება

მესამე-სრული გამარჯვება უკრანისი სამხედრო მანქანისა შავ ზღვაზე

მეოთხე-მტერს უკრაინამ უმძიმესი ზარალი მიაყენა დიდძალი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განადგურებით

თუმცა აქ ერთი დათქმაა – მიუხედავად იმისა რომ უკრაინული დანაკარგები საგრძნობლად ნაკლებია- უკრაინა ამ ომში რუსეთისაგან განსხვავებით ერის საუკეთესო ნაწილს კარგავს

მეხუთე – იმის გათვალისწინებით რომ უკრაინული არმია ომში ძირითადად დასავლურ იარაღს იყენებს და დასავლური იარაღის წილი უკრაინულ შეიარაღებაში დღიღი დღე იზრდება ქვეყნის არმია ფაქტიურად ახლოსაა ნატოში სრულ ფაქტობრივ ინტეგრაციასთან

მეექვსე – ევროკავშირის რეკომენდაციათა უდიდესი და მნიშვნელოვანი ნაწილი – 9 პუნქტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შესრულებულია

მეშვიდე – მიუხედავად ომის მასშტაბებისა მოკავშირეები ავლენენ უფრო მეტ სიმტკიცეს უკრაინის დახმარების საქმეში-ძლიერდება კოალიციები და იზრდება დახმარებების მასშტაბები და არავითარ დაღლას ადგილი არა აქვს-რაც რუსეთისა და პუტინის დიდი მინუსია

მერვე-რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო ყოვლისმომცველი და დღითიდღე უფრო მკაცრი ხდება

მეცხრე – მიუხედავად არნახული სირთულეებისა უკრაინის ეკონომიკა არ ჩამოიშალა და პირიქით ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით ის ზრდის პროცესშია-რაც ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობაა დღეს

მეათე-მიუხედავად იმისა რომ პლიუსები გაცილებით მეტია ვიდრე მინუსები შემდეგი 2024 წელი იქნება უფრო ძნელი და გადამწყვეტი უკრაინისათვის

ბრიტანეთი ნორვეგიის კოალიციას უკრაინისათვის შავი ზღვის დაცვის საქმეში დანია შეუერთდა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა რუსული სამხედრო გემის „ნოვოჩერკასკის“ ჩაძირვის კომენტირებისას განაცხადა, რომ ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ რუსეთ უკრაინის ომში ე.წ. „პატური სიტუაცია“ შეიქმნა, მწარედ შეცდა და მათ მხედველობიდან გამორჩათ რომ ბოლო ოთხ თვეში, უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% გაანადგურა – ახლა უკვე რუსების ჰეგემონია შავ ზღვაში დიდი კითხვის ქვეშაა-დასძინა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა

გუშინ თურქეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა თანხმობა განაცხადა შვედეთის ნატოში სრულუფლებიან წევრობაზე-ეს ნატოს ბოლო წევრი ქვეყნის პარლამენტია და ამ დღეებში შვედეთი უკვე ოფციალურად გახდება ამ ორგანიზაციის წევრი

უკრაინამ ავსტრალიის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით რათა ამ უკანასკნელმა უკრაინელებს თავისთან ჩამოწერილი სამხედრო ვერტმფრენები „ტაიპანები“ გადასცეს

უკრაინულმა მხარემ პირველად აჩვენა რამდენიმე ასეული რუსი ტყვე რომლებზეც რუსებმა უარი განაცხადეს და საკუთარ მოქალაქეებად არ აღიარებენ

ტაივანისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლებებმა კიდევ უფრო გაზარდეს და გაამკაცრეს სანქციების ჩამონათვალი რომლის რუსეთში ექსპორტი იკრძალება

მაგალითისათვის ჩამონათვალში 682 დასახელების პროდუქციაა – დაწყებული მძიმე სამშენებლო მასალებით და დასრულებული აკუმულატორებითა და ბატარეებით

დასავლურ მედიაში გავრცელდა ვალერი ზალუჟნის მორიგი სტატია რომელშიც მან რამდენიმე მომენტზე ისაუბრა -უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი საუბრობს იმ აუცილებელ ქმედებებზე, რომლებმაც უკრაინული არმოა მომავალ წელს უფრო ეფექტური უნდა გახადოს და შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს-ზალუჟნი თვლის რომ უნდა გაიზარდოს მტრის ყოველდღიური დანაკარგები, ასევე ამბობს, რომ მას არა აქვს ზუსტი მონაცემები თუ რამდენი ადამიანური რსეურსის გამოყენება შეუძლია რუსეთს მაგრამ აცხადებს, რომ მომდევნო წელს ეფექტური საომარი მოქმედებებით უკრაინას შეუძლია რუსეთი სისხლიდან დაცალოს და გამოფიტოს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share