უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ცხელ წერტილში, ავდიივკაში ჩავიდა. შეხვდა 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს და გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. პრეზიდენტმა ომში მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა.
“მადლობა ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე დგას, გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელიც მთელმა ქვეყანამ გადაიტანა ასეთი ჯარისკაცების წყალობით. მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად იცავს ჩვენს ქვეყანას. ვინც საბრძოლო შედეგს ყოველდღე იძლევა” აღნიშნა ზელენსკიმ