„ბრიტანეთი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ელისაბედის დროს იყო“
ეს ის აქტუალური თემაა, რომელსაც არამხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, არამედ მთელ მსოფლიოში განიხილავენ. ათწლეულების განმავლობაში დედოფალი სტაბილურობისა და ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ახლა კი, როდესაც ის გარდაცვალა შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობის ბედი სრულიად შეიცვალოს.
საინტერესოა ვნახოთ, თუ როგორი იქნება ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ მეორეს გარეშე.
ცვლილებები ქვეყნის შიგნით
როდესაც გაერთიანებული სამეფოს მონარქი იღუპება მისი უფროსი ვაჟი ხდება ახალი მეფე.
მონარქის სიკვდილის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ელისაბედის გამოსახულებით ფულის გამოშვება წყდება. ახალ კუპიურებზე კი, ახალ მონარქს გამოსახავენ. დროთა განმავლობაში კუპიურები ელისაბედის გამოსახულებით თანდათან გაქრება. იგივე მოხდება საფოსტო მარკებზეც.
შეიცვლება გაერთიანებული სამეფოს პასპორტიც. პასპორტში მოხსენიებული სიტყვები „დედოფალი“ და „მისი უდიდებულესობა“ (her majesty) შეიცვლება სიტყვებით- „მეფე“ და „მისი უდიდებულესობა“ (his majesty). ცვლილება შეეხება გაერთიანებულ სამეფოში ახლად გამოშვებულ პასპორტებს.
შეიცვლება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჰიმნიც. ტექსტი „ღმერთო დაიფარე დედოფალი“ შეიცვლება ტექსტით- „ღმერთო დაიფარე მეფე“.
საერთაშორისო პოლიტიკა
ამას გარდა დიდი ალბათობით, ცვლილებები მოხდება საერთაშორისო პოლიტიკაშიც. მოგეხსენებათ, რომ გაერთიანებული სამეფოს გარდა ელისაბედი 70 წლის მანძილზე კიდევ 14 ქვეყნის მონარქი იყო. მას შემდეგ, რაც ელისაბედის გარდაცვალების გამო დაწესებული 10-დღიანი გლოვა დასრულდება, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა უარი თქვას სახელმწიფოს ოფიციალურ მმართველად ბრიტანეთის მეფის აღიარებაზე.
რუკა: ლურჯი ფერი– თანამეგობრობის წევრები დღეს
ცისფერი ფერი– თანამეგობრობის ყოფილი წევრები
მედიის ინფორმაციით, ასეთ ქვეყნებს შორის შესაძლოა იყოს იამაიკა და პაპუა-ახალი გვინეა.
70 წლის წინ, ელისაბედის მონარქად დასახელების დროს სრულიად სხვა რეალობა იყო, დღეს კი ზოგიერთი მათგანი ვეღარ ხედავს იმის საჭიროებას, თუ რატომ უნდა იყოს ბრიტანეთის მონარქი მათი ოფიციალური ლიდერი.
უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ელისაბედი ლეგენდარული მონარქი იყო. მან გამოიარა ომები, საბჭოთა კავშირის დაშლა, ტექნოლოგიური პროგრესი… რა დროსაც მსოფლიო იცვლებოდა, თუმცა უცვლელი იყო დედოფალი– ელისაბედ მეორე. ახლა კი მისი სიკვდილი ძალიან ბევრ რამეს ცვლის ფუნტი სტერლინგიდან დაწყებული გლობალურ პოლიტიკამდე.