თეა წულუკიანს ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ჩამოაშორეს. მთავრობაში წინასაარჩევნო ცვლილებებია. ახალგაზრდების აქტივობას მეთვალყურეობას განათლების მინისტრი გაუწევს. ფაქტია, რომ წულუკიანს ეს სტრუქტურა ხელიდან გამოაცალეს და ამილახვარს გადასცეს, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება, რომელმაც ახალგაზრდობის ძალა ჯერ გავრილოვის ღამეს და შემდეგ რვა მარტის აქციებზე დაინახა დიდ საგონებელშია ჯენ ზის თაობა ოცნების კონტროლის მიღმაა.
ერთი სამინისტროდან მეორეში გადასვლით რა იცვლება თავად საგენტოს მუშაობაში. ამ კითხვაზე “პირველებმა” პასუხი ვერ მივიღეთ. წულუკიანის მცდელობა, ახალგაზრდები დაემორჩილებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ამილახვარის ჯერია. განათლების მინისტრმა თადარიგი წინასწარ დაიჭირა და სამინიტრო მკაცრი მაკონტროლებლებით გააძლიერა. ერთ-ერთი ბოლო საკადრო ცვლილება მინისტრმა ახალ წლამდე გააკეთა და პირველ მოადგილედ უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გავლენიანი მოსამართლე დანიშნა.
ტვ პირველი