“მხოლოდ 126 მილიონიანი დაფინანსების გამოყოფა, აჩვენებს…რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობა…უნდა ვიმოქმედოთ, თან დაუყოვნებლივ!”-მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს ბიუჯეტიდან, საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მისი შეფასებით, მხოლოდ 126 მილიონიანი დაფინანსების გამოყოფა, აჩვენებს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობა:

“ჩემს დროს, საქართველო მსოფლიო ქვეყნების სამეულში შედიოდა ამერიკული დახმარების მიღების კუთხით. ამ დახმარების ძირითადი ნაწილი ეძლეოდა მთავრობას გზების ასაშენებლად, ამერიკული უნივერსიტეტის შესაქმნელად და ა.შ.
გუშინ ბაიდენმა გამოაცხადა ახალი ბიუჯეტის პროექტი, სადაც უკრაინას ეძლევა 7 მილიარდი, ხოლო საქართველოს მხოლოდ 126 მილიონი. აქედან 88 ეძლევა არა მთავრობას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დემოკრატიისთვის საბრძოლველად. თავისთავად, ეს მოწმობს სრულ უნდობლობაზე ხელისუფლების მიმართ.
თავდაცვაზე კი გვაძლევენ მხოლოდ 25 მილიონს, რაც კატასტროფაა, ვინაიდან შევარდნაძის დროსაც კი 66 მილიონი გვეძლეოდა. აი ეს არის სრული ჩიხი. უნდა ვიმოქმედოთ, თან დაუყოვნებლივ!” -წერს მიხეილ სააკაშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share