“ძალიან შთამბეჭდავი ჯგუფია, ახალი ვარსკვლავები “ნაციონალური მოძრაობის”, ერთმანეთზე უკეთესები არიან”-წერს სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მინდა მივულოცო ნიკა მელიას წარმატებული მუშაობის ჩატარება. ასეთ მასშტაბური შევსება ნაციონალურ მოძრობას არ ჰქონია 2003 წლის შემდგ და ეს მართლაც შედეგია შიდაპარტიული დემოკრატიის იმიტომ, რომ ჩვენ პირველად, ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები პარტიის ლიდერის და მალე ყველა არჩევნები, მათ შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აუცილებლად ჩატარდება, ჩატარდება უკვე იმედი მაქვს ელექტრონული კენჭისყრით.
ძალიან შთამბეჭდავი ჯგუფია, ახალი ვარსკვლავები “ნაციონალური მოძრაობის”, ერთმანეთზე უკეთესები არიან. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პარტიაში შემოვიდა შედარებით ახალგაზრდებთან ერთად
რეზო ჩომახიძე, რომელიც არის გამარჯვების, წესიერების და ინტელექტის სიმბოლო ჩემთვის, არამხოლოდ სპორტში, არამედ ზოგადად ქართული საზოგადოების და მთელი ევროპის მასშტაბით.
ჩვენ ძველი მებრძოლები გვყავს, რომლებმაც რეპრესიების მიუხედავად, ქვეყნის იდეისა და ერთგულების შენარჩუნება შეძლეს, თუმცა განახლების გარეშე არაფერი გამოდის.
ენმ ქართველი ხალხის, პროგრესისა და ცვლილებების პარტიაა!