“ოცნების” გამარჯვება ივანიშვილის გარეშე ნიშნავს იმას, რომ პარტიის წევრების დამოკიდებულება მის მიმართ მცირდება – ძიძიგური

ეშინია თუ არა ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის – “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ზვიად ძიძიგური “პოლიტიკური ამბების” ეთერში ქართველი ოლიგარქის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის არჩევნებში “ოცნება” გაიმარჯვებს და პარტიის სათავეში ივანიშვილი არ იდგება, მას შეიძლება, გაუჩნდეს ეჭვები იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიაში მყოფი პირების მასზე დამოკიდებულება შემცირდება.

ძიძიგურის თქმით, ივანიშვილს წლევანდელი არჩევნები საკუთარი თავის მონაწილეობის გარეშე არ წარმოუდგენია.

”ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. ერთი ფაქტორი ის არის, რომ 2024 წლის არჩევნები ბიძინა ივანიშვილს არ წარმოუდგენია, რომ მის გარეშე უნდა ჩატარდეს. რომ ჩატარდეს მის გარეშე და “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს მის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ მისი საჭიროება, მასზე დამოკიდებულება იმ პირების, რომლებიც არიან მის სახელისუფლებო პარტიაში, მცირდება და ახლა იმიტომ იწვალა ამ კაცმა 12 წელი, რომ მისი გავლენები შესუსტდეს? რა თქმა უნდა, ეს მას გეგმაში არ აქვს”, – ამბობს ძიძიგური.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share