პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა ვერ მივა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც 13 თებერვალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, სამშაბათს პლენარულ სხდომაზე აპირებდა დასწრებას.
ნათელაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება 10 თებერვალს მიიღო, თუმცა მანამდე 7 თებერვალს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მისთვის მანდატის შეწყვეტას დაუჭირა მხარი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ პარლამენტი მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილის გარდა კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს.