ბათუმის სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი თანამდებობას ტოვებს – მიზეზი მის მიერვე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი გახდა, რომლითაც იგი ცოტა ხნის წინ მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა.
ინფორმაციას TV25 ავრცელებს:
“ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს” – ასე გამოეხმაურა ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი თემო ხასია მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. მისი Facebook-პოსტის ამსახველი “სქრინი” TV25-მა გაავრცელა:
ეს პოსტი თავად თემო ხასიას Facebook-გვერდზე აღარ იძებნება. სავარაუდოდ, მან “ხუმრობა” დაწერიდან მალევე წაშალა.