გიორგი ვაშაძე – გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ კოალიციურ მთავრობაში არცერთი ძალოვანი სტრუქტურის პორტფელს არ მოვითხოვთ

“პროდასავლური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, “გამარჯვების პლატფორმის” (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -“სტრატეგია აღმაშენებელი”) წარმომადგენლები არცერთი ძალოვანი სტრუქტურის პორტფელს არ მოვითხოვთ, ეს მინდა ნათლად გაიგოს ყველამ”

ეს განცხადება ემიგრანტებთან შეხვედრაზე, ამ კოალიციის ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

“მეტიც, ჩვენ კოალიციურ მთავრობაში გვსურს, საპარლამენტოსთან ერთად, ვიხილოთ, ყველა იმ პროდასავლური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც სამწუხაროდ, ბარიერს ვერ გადალახავენ და პარლამენტში ვერ მოხვდებიან” დასძინა ვაშაძემ.

მისივე თქმით, “გამარჯვების პლატფორმა”, აქტიურად მუშაობს დასავლელ მოკავშირეებთან სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით:

“გვინდა რომ სადამკვირვებლო მისიები რაც შეიძლება მაღალწონიანი იყოს და დამკვირებლები გრძელვადიანი, ამისათვის ვმუშაობთ აქტიურად ევროკავშირის ქვეყნებთან, ბრიტანეთთან, ამერიკელებთან, გვინდა რომ ამერიკული დელეგაციის ძირითადი მაწილი წარმოადგენდეს კონგრესს, ამისათვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო სესიები რომელიც ახლა დაიწყება და ჩვენი მთავარი საზრუნავი პარლამენტში იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ რაც შეიძლება მალე დააგზავნოს მოწვევები არჩევნებთან დაკავშირებით” თქვა გიორგი ვაშაძემ,

“არცერთი კვალიფიციური და გამოცდილი კადრი არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და საზოგადოების ჩართულობა მომავალი კოალიციური მთავრობის შემთხვევაში უნდა იყოს გაცილებით მაღალი და დღემდე უპრეცენდენტო” აცხადებს ის.

ემიგრანტებთან შეხვედრა, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, რომელიც პარალელურად “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად კოალიცია “გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელია და ამ მოძრაობის სახეს წარმოადგენს, ამ დღეებში, ონლაინ რეჟიმში გამართა,

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ სხვადასხვა ემიგრანტული მოძრაობები და პლატფორმები, მათ შორის პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” და მოძრაობა “ხმა ემიგრაციიდან”

პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” ძირითადი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებისათვის რაც შეიძლება მეტი ემიგრაციაში მყოფო საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაა, ამისათვის მათ დაიწყეს კამპანია უცხოეთში მყოფი ქართველების ხმის უფლების მოპოვების მიზნით – საკონსულოებში რეგისტრაციისათვის.

პლატფორმა პერიოდულად ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს და ესაუბროს ქართველ – ძირითად პოლიტიკურ აქტორებსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ამ პლატფორმის ფარგლებში ემიგრანტები შეხვდნენ ნიკა გვარამიას, ანა ნაცვლიშვილს “ლელო”, “საიას” წარმომადგენლებს და გიორგი ვაშაძეს, მომავალ შეხვედრას ემიგრანტები – ელენე ხოშტარიასა “დროა” და ზურაბ ჯაფარიძესთან “გირჩი მეტი თავისუფლება” გამართავენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share