ეს არის ყაჩაღობა, ძარცვა კანონის სახელით – ხაბეიშვილი

“ეს არის ყაჩაღობა კანონის სახელით, ეს არის ძარცვა კანონის სახელით და საქართველოში ეს ადამიანი (ივანიშვილი) დაპირდა უფასო ფულს,” – ამ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკეთებს.

“რეაქციაში” ლევან ხაბეიშვილმა მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

”როცა 10 ათას დოლარს იღებ და გთხოვენ, რომ 30 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო და რაღაც დროს უკვე გადახდილი გაქვს 18 ან 22 ათასი დოლარი და მაინც სახლიდან გაგდებენ, ეს არ არის კანონის აღსრულება, ეს არის ყაჩაღობა კანონის სახელით, ეს არის ძარცვა კანონის სახელით, ევროკავშირში ასეთი რამ არ ხდება, იქ არის 2-4-6-8 პროცენტიანი სესხები და საქართველოში ეს ადამიანი (ივანიშვილი) დაპირდა უფასო ფულს,” – ამბობს ხაბეიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share