“გვჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება 2024 წლის ბოლოსთვის”, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცახდა. მის ამ განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
“გვჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება 2024 წლის ბოლოსთვის და უკეთეს მდგომარეობაში იქნება მისი მომავლის განსაზღვრისთვის. და ეს მომავალი, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, არის, რომ ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში”, – განაცხადა ო’ბრაიენმა.