უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის მახლობლად, სტეფნოიესთან, დატყვევებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისის ცნობით, რუსეთმა ომის კანონები და საერთაშორისო სამართალი კიდევ ერთხელ დაარღვია.
“მედიაში გამოქვეყნებული კადრები ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების, ორი ტყვეს სიკვდილით დასჯას. დადასტურებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მოკლეს უიარაღო ჯარისკაცები”, – ნათქვამია განცხადებაში.
სტრატკომის თქმით, მსგავს დანაშაულებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, ყველა მტკიცებულება გადაეცემა სამხედრო დანაშაულების გამომძიებელ ინსტიტუტებს.