ილარიონ რუსეიშვილი – “Адская Машина”.

1905 წელს ნიკოლოზ ბაუმანის ძალისხმევით რევოლუციონერებმა ტერორისტული აქტების მოწყობის მიზნით შექმნეს რამდენიმე ბომბი – “Бомбист”, “Адская Машина” და “Переворот”. აქედან ყველაზე უფრო ცნობილი თავისი გამანადგურებელი ეფექტით იყო “Адская Машина”. ბომბები მოსკოვში ავეჯის მანუფაქტურაში დაამზადეს და როგორც ირკევევა მათ შექმნაში გურული პიროტექნიკოსი და ბომბების დამზადების სპეციალისტი ილარიონ რუსეიშვილიც ღებულობდა მონაწილებას.
.
ილარიონ როსტომის-ძე რუსეიშვილი დაიბადა 1866 წელს, სოფელ ლიხაურში, 1903 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. რუსიეშვილი ცნობილი იყო, როგორც ტექნიკოსი და პარტიაში ამ მხრივ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მის რეალურ საქმიანობას ბომბების დაპროექტება და დამზადება წარმოადგენდა.
.
ილარიონ რუსიეშვილი 1923 წლის 5 მარტს დააპატიმრეს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროვოკაციული გაზეთების გამოშვების ბრალდებით, მისი საქმის წარმოების მასალებიდან გაირკვა, რომ მან 1905 წელს მონაწილეობა მიიღო ბომბ “Адская Машина”-ს დამზადებაში (ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის საქმე N 23 546)
.
ფოტოზე – ბომბი “Адская Машина” (Иллюстрация к статье «Артиллерийский исторический музей» № 11. Военная энциклопедия Сытина; Санкт-Петербург, 1911-1915)
შეიძლება იყოს text that says 'старинная адская машина.' გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share