ყველაზე ძვირად ღირებული იახტები მსოფლიოში – რა განაპირობებს მათ ფასს?

მსოფლიოში ზღვით მოგზაურობა სულ უფრო პოპულარული ხდება. და თუ საკუთარი სატრანსპორტო საშუალება – იახტა გყავს, მოგზაურობა ორმაგად სასიამოვნოცაა.

იახტებს მსოფლიოში არაერთი კომპანია აწარმოებს. ამჯერად წარმოგიდგენთ, ყველაზე ძვირად ღირებულ, უნიკალური დიზაინისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სუპერიახტებს.

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

9-1701434244.jpg

9. Pelorus: 300 მლნ აშშ დოლარი

ეს არის საზღვაო ფუფუნების მაგალითი, რომლის სიგრძე 115 მეტრს აღემატება. მას აქვს ელეგანტური დიზაინი და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ტიმ ჰეივუდის მიერ დაპროექტებული Pelorus გერმანულმა გემთმშენებელმა Lürssen ააწყო. მას აქვს ფოლადის კორპუსი და ალუმინის ზედნაშენი.

Pelorus-ი საკუთარ მგზავრებს სთავაზობს უამრავ მომსახურებას, მათ შორის, სხვადასხვა საცურაო აუზსა და ვერტმფრენებს.

8-1701434258.jpg

8. Radiant – 320 მლნ აშშ დოლარი

Radiant, რომელიც 320 მილიონ დოლარადაა შეფასებული, საზღვაო უსაფრთხოების და მდიდრულობის ფანტასტიკური მაგალითია.

2009 წელს Lürssen-ის მიერ აწყობილი სუპერ იახტა, ტიმ ჰეივუდმა დააპროექტა. ხოლო გლენ პუშელბურგმა მის ინტერიერზე იზრუნა.

გარდა ფუფუნებაზე ორიენტირებული მოწყობილობებისა, ის აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

Radiant-ში არის საცურაო აუზი, თეატრი, სპორტული დარბაზი და ა.შ

7-1701434270.jpg

7. Dubai – 400 მლნ აშშ დოლარი

იახტა, რომელიც 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ექსტრემალური საზღვაო ფუფუნების კიდევ ერთი მაგალითია.

162 მეტრის სიგრძის Dubai, ყველაზე დიდ იახტებს შორისაა. მის მდიდრულ მახასიათებლებს შორისაა მოზაიკური საცურაო აუზი, ვერტმფრენის მოედანი და გასაოცარი წრიული კიბე.

აღნიშნული იახტა ბრუნეის პრინცი ჯეფრი ბოლკიას დაკვეთით შეიქმნა, რომელიც მოგვიანებით დუბაის მმართველმა, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა შეიძინა.

6-1701434282.jpg

6. Motor Yacht A – 440 მლნ დოლარი

Motor Yacht A, რომელიც 440 მილიონ დოლარად არის შეფასებული, საზღვაო ფუფუნებისა და არქიტექტურული ინოვაციების თვალსაჩინო მაგალითია.

Blohm + Voss-ის ინჟინერიით, ფილიპ სტარკის მიერ შექმნილი, ეს 119 მეტრიანი ხომალდი თავისი ფუტურისტული, წყალქვეშა ნავებისგან შთაგონებული სილუეტით გამოირჩევა.

2008 წელს შექმნილი იახტა გამოირჩევა მდიდრული ინტერიერით, მათ შორის 2500 კვადრატული ფუტის ფართობის საძინებლითა და კლუბით, ასევე სტუმრებისთვის განკუთვნილია ექვსი ლუქსი. მისი უნიკალური მახასიათებლებია სამი საცურაო აუზი (ერთი მინის ფსკერით) და ვერტმფრენის მოედანი.

5-1701434293.jpg

5. Flying Fox – 455 მლნ აშშ დოლარი

იახტა, რომელიც 455 მილიონ დოლარად არის შეფასებული, საზღვაო ფუფუნებისა და ინჟინერიის სახელმძღვანელოს მაგალითია.

2019 წელს ცნობილი გერმანული გემთმშენებლის Lürssen მიერ აშენებული ეს იახტა გამოირჩევა თავისი ზომითა და მდიდრული მახასიათებლებით.

4-1701434314.jpg

4. Koru – 500 მლნ აშშ დოლარი

ეს არის ჯეფ ბეზოსის იახტა, რომელსაც ვერ იპოვით “ყველაზე ძვირად ღირებული იახტების” რეიტინგების უმრავლესობაში, თუმცა, რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ მაინც მოიპოვა მონაცემები მისი მახასიათებლებზე. კერძოდ, 417 ფუტი სიგრძისა და დაახლოებით, 500 მილიონი დოლარის ღირებულების შესახებ.

3-1701434325.jpg

3. Motor Yacht A+ – 527 მლნ აშშ დოლარი

Lürssen Yachts-ის მიერ 2012 წელს გაშვებული ეს შთამბეჭდავი გემი 147 მეტრი სიგრძისაა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს იახტად აქცევს.

ტიმ ჰეივუდის მიერ, ტერენს დისდეილის ინტერიერით შექმნილი კეთილმოწყობილი იახტა, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით.

მას აქვს მრავალი გემბანი, დიდი ჯაკუზი, საცურაო აუზი, ფართო საკონფერენციო დარბაზი, კინოთეატრი და სპორტული დარბაზი.

2-1701434337.jpg

2. Azzam – 600 მლნ აშშ დოლარი

2013 წელს Lürssen Yachts-ის მიერ დაპროექტებული Nauta Yachts-ის მიერ აწყობილი იახტა, 180 მეტრის სიგრძისაა. ის არის ერთ-ერთ უდიდეს კერძო იახტა, რაც კი ოდესმე აშენებულა.

აღსანიშნავია, რომ იახტა გამოირჩევა თავისი სისწრაფით, დახვეწილი დიზაინითა და ელეგანტურობით. მისი სისწრაფისა და სიძლიერის საიდუმლო კი რეაქტიულ ძრავებშია.

კრისტოფ ლეონის მიერ შექმნილი მისი ინტერიერი ფუფუნების ნიმუშია, რომელიც სპეციალური დაკვეთით მომზადდა.

1-1701434347.jpg

1. Eclipse – 1,5 მლრდ აშშ დოლარი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული იახტა, ცნობილია თავისი ზომითა და მდიდრული კეთილმოწყობით. ის გამოირჩევა დახვეწილი და თანამედროვე დიზაინით, რაც თავის პრივილეგირებულ სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს და ექსტრავაგანტურობას სთავაზობს.

Eclipse-ის მახასიათებლებია, მრავალი გემბანი, ფართო კაბინები, საცურაო აუზი, ვერტმფრენის მოედანი და მინი წყალქვეშა ნავი.

გამოჩენილი რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მფლობელობაში მყოფი იახტა ოდესღაც რეკორდსმენიც კი იყო, როგორც კერძო საკუთრებაში არსებული ყველაზე გრძელი იახტა მსოფლიოში.

www.bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share