„რა არნახულად შემზარავ დროში ვცხოვრობთ. ცხედრებს ვითვლით, ბავშვების ცხედრებს”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რა არნახულად შემზარავ დროში ვცხოვრობთ.
ცხედრებს ვითვლით, ბავშვების ცხედრებს.
შოვის ჯოჯოხეთის შოკიდან ვერგამოსულებმა თითქოს ბოლომდე ვერ აღვიქვით რომ გურიაშიც იგივე მოხდა, თითქოს ორი პატარა ბუთქუჩელა გურული ბიჭის დაღუპვამაც ვერ დაგვცა ისეთი თავზარი. არადა მათი ოჯახები ჩვენსავით განიცდიდნენ შოვის ტრაგედიას, ტიროდნენ, იზიარებდნენ სხვების მწუხარებას და წარმოდგენაც არ ჰქონდათ რომ სულ ცოტა ხანში იგივე უბედურება ელოდათ. არც ჩვენ ვიცით ხვალ რა გველის და ასე სხვათა გლოვაში ვაგრძელებთ სიცოცხლეს, გლოვაში, მოთქმაში და აქ კაკუნში.
იმის ნაცვლად რომ ჩვენი თუ ვერა, ჩვენი შვილების მომავალი მაინც შევცვალოთ, ვზივართ და ცხედრებს ვითვლით, ბავშვების ცხედრებს, და თითქოს ბავშვის სიკვდილსაც მივეჩვიეთ. რა შეიძლება იყოს ამაზე საზარელი?
მე მართლა არ მახსოვს ამაზე შემზარავი დრო და ეს დრო პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით დაიწყო.
მეტი რა ვთქვა მართლა არ ვიცი.
ტკბილი ძილი ყველას.“
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share