,,განწყობა აქვს საბრძოლო, ერთი წამითაც არ შეგეპარებათ ეჭვი იმაში რომ ის ბოლომდე აპირებს ბრძოლას, მიუხედავად იმისაა, რომ ის დაზიანდება ამ შიმშილობით და ევია რა ეპარება იმაში, რომ ოპოზიცია უმრავლესობაშია საქართველოში და ხელისუფლება ოპოზიციაში და ეს 30 ოქტომბერს გაფორმდება საბოლოოდ” – ეს განცხადება ,,ტვ პირველის” ეთერში თამარ კორძაიამ გააკეთა, მას შემდეგ რაც ის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
კორძაიას შეფასებით, ის რიტორიკა და ის ქმდება, რომელიც ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებში არის ახლა, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.
,,ქართულ ოცნებას” რომ არაფერი არ დარჩა სათქმელი, ეს გადის იმ რისკზე, რომ მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისათვის და ეს გამოიხატა უკვე კარგად კახი კალაძის განცხადებიდანაც. მაგრამ ეს არ გაჭრის იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამოუვიდათ ყელში მარტო ზიზღით ცხოვრება”, – განაცხადა კორძაიამ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება უკვე ღიად აშანტაჟებს ეკლესიასაც და იყენებს მათ სათავისოდ ამის ნათელი მაგალითი კი მოსაყდრე შიოს გუშინდელი განცხადებაა.
,,ჩვენ ხომ ვიცით ნანა კაკაბაძე ვინ არის და ჩანაწერებიდანაც ჩანს ეს ყველაფერი. პირველად მოხდა რომ ციხესთან შეკრებილიყვნენ ადამიანები მოთხოვნით, რომ ციხეში იყოს სამუდამოდ ეს ადამიანიო. 5 ივლისს ჩვენ დავინახეთ რა მოხდა ოცნების ორგანიზებულ აქციაზე და ამის მერე რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ იმდენად ძლიერია ოპოზიცია და სააკაშვილმა იმდენი გააკეთა მისი ჩამოსვლით, რომ იქ მყოფისაც კი ეშინიათ. ახლა იგივეს აპირებენ 28-ში რაც მოხდა 5 ივლისს სავარაუდოდ, ასევე ფაქტია რომ ეკლესიას აშანტაჟებენ და ეს მოსაყდრე შიოს განცხადებიდანაც გამოჩნდა, როგორ შეიძლება ეს განცხადება ჭეშმარიტმა ქრისტიანმა გააკეთოს?”, – განაცხადა კორძაიამ.
საუბრის ბოლოს კი, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სააკაშვილს სჯერა ადამიანების სწორი ნაბიჯების, რომლებსაც ისინი 30 ოქტომბერს გადადგამენ.
,,მას სჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, ის სრული საკუთრი რესურსით, გამოხატავს საკუთარ მხარდაჭერას, მას აქვს იმედი, რომ მისი ეს ნაბიჯი გახდება მისი მოქალაქეებთან თანამშრომლობის საწინდარი. ვისაც უნდა რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს და გამოჩნდეს პროგრესი, უნდა მოვიდეს არჩევნებზე და მისცეს ოპოზიციას ხმა და მას სჯერა ამის”, – განაცხადა კორძაიამ.