6 თვეში სახელმწიფო უწყებებში დანამატის სახით 163,1 მლნ ლარი, ხოლო პრემიის – 5,8 მლნ ლარი გაიცა

წელს, 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში დანამატის სახით 163,1 მლნ ლარი, ხოლო პრემიის – 5,8 მლნ ლარი გაიცა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, წლევანდელი მაჩვენებლები 5,5 მლნ ლარით აჭარბებს შარშან (6 თვეში) გაცემულ დანამატს, ხოლო 2,5 მლნ ლარით პრემიებს. 2022 წლის 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში პრემიებზე გაცემული თანხა 3,3 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო დანამატზე 157.6 მლნ ლარს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უწყებებს, ძირითადად სამინისტროებს შორის მიმდინარე წელს, ყველაზე მეტი პრემია (1,1 მლნ ლარი) და დანამატი (46,8 მლნ ლარი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share