13 წლის ბავშვის შანტაჟი პორნოგრაფიული ფოტოებით (გამაოგნებელი ჩვენებები)

ჯარისკაცის სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე – ტვ პირველის ინფორმაციით, სამხედრო მერვე კლასის მოსწავლეს პორნოგრაფიული მასალის გადაღებას და გაგზავნას სამი თვის განმავლობაში აიძულებდა.

მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული მოზარდს დედისთვის და მისი 9 წლის დისთვის შიშველი ფოტოების გადაღებას სთხოვდა, თუ უარს იტყოდა, ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

გამოძიებულების მოპოვებული მიმოწერით დასტურდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი გოგონას აიძულებდა, ის “მეფედ” მოეხსენიებინა, სხვადასხვა საგნების გამოყენებით, ინტიმური შინაარსის ვიდეომასალა გადაეღო და გაეგზავნა. მესიების შინაარსი იმდენად მძიმეა, რომ მისი გასაჯაროება შეუძლებელია.

არასრულწლოვანის ტერორი იმ წუთიდან დაიწყო, როდესაც სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე ჯარისკაცის ყალბი გვერდიდან მეგობრობის თხოვნა მიიღო. მას პირველი მესიჯი მოჰყვა – სამხედრომ გოგონას გაცნობა სთხოვა. რამდენიმე საათში კი 23 წლის კაცმა  მოზარდს შიშველი ფოტოს  გაგზავნა კატეგორიულად მოსთხოვა  თან დაემუქრა, თუ მის სურვილს არ შეასრულებდა. სკოლასთან დახვდებოდა და სცემდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან  საქმეთა დეპარტამენტის გამომძიებელი, თამთა გინტური “შაბათის ეთერთან” ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ ერთი ინტიმური ფოტო  ჯარისკაცმა ბავშვის დასაშანტაჟებლად გამოიყენა და მასზე სისტემატური ზეწოლა დაიწყო.

13 წლის ობოლი გოგონა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ვერავის ვერაფერს ეუბნებოდა, რადგან მოძალადე კაცი ემურებოდა, რომ ყველა მის ვიდეოს და მიმოწერას სკოლის პედაგოგებს, კლასელებს და ოჯახის წევრებს გაუგზავნიდა, ამიტომ მსხვერპლი იძულებული იყო, ყველა მისი მოთხოვნა შეესრულებინა.

სკოლის მოსწავლის ცხოვრებაში ეს ჯოჯოხეთი სავარაუდოდ კიდევ დიდხანს გაგეძლებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა, იმ დღეს მოზარდმა მოძალადე ჯარისკაცს  ტელეფონზე ვერ უპასუხა, კაცი გაბრაზდა და გოგონას ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალა ბავშვის კლასებს და მეგობრებს გადაუგზავნა. ერთ-ერთმა კი ყველაფერი გოგონას დედას უთხრა.

გამოძიება საზარელ დანაშაულზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმავე დღეს დედის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დადგინდა, რომ სავარაუდო მოძალადე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე იყო. ის პოლიციამ იმავე დღეს თბილისში დააკავა მას თან ჰქონდა ორი მობილურიც, საიდანაც პოლიციამ 13 წლის გოგონას ასობით ინტიმური ფოტოები ამოიღო. მეორე ტელეფონის  გახსნაზე კი მოძალადემ პოლიციას უარი უთხრა.

რა ინფორმაციას ინახავს სავარაუდო პედოფილი ჯარისკაცის მეორე ტელეფონი და ინახება თუ არა მის მეხსიერებაში  სხვა არასრულწლოვანების პირადი ინფორმაცია?  ტელეფონის კალიბრაცია ახლაც გრძელდება, ამ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ კი არ არის გამორიცხული, გამოძიება სხვა ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანების კვალზეც გავიდეს.

საზარელი დანაშაულის ბრალდებით  დაკავებული კაცის მშობლებს მედიასთან საუბარი არ სურთ. ისინი ამტკიცებენ, რომ 23 წლის ჯარისკაცი ციხეში გამოგონილი ბრალდებით აუშვეს.

დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს, რომ facebook ანგარიში, საიდანაც 13 წლის გოგონას აშანტაჟებდნენ, სწორედ ბრალდებულის ეკუთვნის, თუმცა უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ამ გვერდზე წვდომა სხვა ჯარისკაცებსაც ჰქონდათ, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ 13 წლის გოგონას სხვა პირები ავიწროებდნენ.

15 წელი ციხეში ეს სასჯელი ემუქრება შეიარაღებული ძალების ჯარისკაცს თუ დანაშაულს დაუმტკიცებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, გისოსებს მიღმა კიდევ უფრო მეტის გატარება მოუწიოს, თუ დაგდინდა, რომ მისი ტერორის მსხვერპლი სხვა არასრულწლოვანებიც იყვნენ!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share