“ქართულ ოცნებაში” ყველამ იცის, რომ პოლიტიკიდან რეალურად არსად წასული ბიძინა ივანიშვილი შემთხვევით, არჩვებისთვის მესამედ პოლიტიკურ სცენაზე ტყუილად არ გამოვიდა. თებერვლიდან საგაზაფხულო სესია იწყება, რაც ოლიგარქს შესაძლებლობას აძლევს დიდი პოლიტიკური გადალაგება დაიწყოს და ამის გაფორმებაში მან საკანონმდებლო ორგანო დაიხმაროს. პოლიტიკურ კულუარებში ყველაზე მეტს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კლანის მეორედ გაშვებაზე საუბრობენ. თუ გაუშვებს ღარიბაშვილს, გაუშვებს მინისტრების იმ ნაწილსაც, რომელიც პრემიერის უახლოესი გარემოცვაა. ჯანდაცვის, თავდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრების თანამდებობები შესაძლოა ძმაკაცი პრემიერის სადამსჯელო ოპერაციას შეეწიროს.
არც ის არის შემთხვევითი რომ ბიძინა ივანიშვილმა საპატიო თავმჯდომარის პოსტი, იმ უფლებით დაიკავა რომ მას პრემიერ-მინისტრის დასახელება შეუძლია.