რუსებმა ავდიივკა დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ავდიივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 1 პირი დაიღუპა. ინფორმაციას მედია დონეცკის რეგიონული პროკურატურის სპიკერზე ანასტასია მედვედევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ავდიივკას, სავარაუდოდ არტილერიით. 59 წლის ქალი, კერძო სახლის ტერიტორიაზე დაიჭრა”, – განაცხადა მედვედევამ.

მისივე თქმით, ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share