ვისურვებდი, რომ სააკაშვილი იყოს “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი – ცისკარიშვილი

ვინ იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? – ტვ პირველის კითხვას პეტრე ცისკარიშვილი პასუხობს, რომ ენმ-ის წევრების დიდი სურვილია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პრემიერობის თანამდებობა დაიკავოს.

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი მთავრობის წარმომადგენლებს პუტინის ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ და ვიცით, ვინც არის, ამ პარტიის, ამ მოძრაობის დამფუძნებელი ლიდერი. ვისურვებდით, რომ ის იყოს. მე პირადად ვისურვებდი, რომ ის იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი მისაღებია ეს გადაწყვეტილება. ის, რომ სააკაშვილი მოქალაქე არ არის საქართველოში, ბიძინა ივანიშვილიც არ იყო მოქალაქე და მივიღეთ სპეციალურად საკონსტიტუციო ცვლილება, ამიტომ მისცენ მაშინ მიშას მოქალაქეობა და გამოუშვან ციხიდან. როგორ წარმოგიდგენიათ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ჰყავდეთ გამოკეტილი მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია დაწყებულია, ხალხი დადის, ერთამენთს ხვდება, ხელს ართმევენ”, – ამბობს ცისკარიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share