“დიდი სიამოვნებით შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის”, – ამის შესახებ პოლონეთის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა და უკრაინული მხარის მოთხოვნას უპასუხა, რომელმაც ტუსკს ზელენსკისთან შეხვედრა 14 დეკემბერს, დილით სთხოვა.
“უკრაინულმა მხარემ მოითხოვა შეხვედრა ხვალ დილით. ტექნიკური პუნქტები მაინც დაზუსტდება. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით შევხვდები პრეზიდენტს [ზელენსკის]. თუმცა, თემისა და კონტექსტიდან გამომდინარე, სიხარული არ არის საუკეთესო სიტყვა”, – განაცხადა ტუსკმა.