ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია. მართლია, აღდგომა მოძრავია, მაგრამ ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა.
საქართველოში აღდგომა განსაკუთრებულად აღინიშნება: ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას სიტყვებით – „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ – ულოცავენ.
საქართველოში აღდგომისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ტრადიცია აქვს, აღდგომას მათ სააღდგომო სუფრის გაშლის წესი აერთიანებთ, რომლის აუცილებელი ატრიბუტები სააღდგომო წითელი კვერცხი და პასკაა.
კვერცხს წითლად ვნების პარასკევს ღებავენ, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს განასახიერებს.
რაც შეეხება პასკას, ის მაცხოვრის აღდგომის რწმენას განასახიერებს.
აღდგომი დღეს ყველა ოჯახში იშლება სადღესასწაულო სუფრა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მწვანე ჯეჯილზე დალაგებული წითელი კვერცხი და პასკა – ეს სუფრის უმთავრესი ატრიბუტია.
აქვე, CNews-ი გთაავზობთ იმ სააღდგომო ტრადიციებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ადრე არსებობდა:
რაჭა
რაჭაში სააღდგომო წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ. თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა.
აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას” ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და მართავდნენ დიდ ქეიფს. გარდა ამისა გადმოცემის მიხედვით, რაჭის ერთ-ერთ ეკლესიაში, გრძელი მილის ფორმის საკრავი ინახებოდა, რომელიც საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. მასზე ყველა ვერ უკრავდა. შიგ კარგად რომ ჩაებერა, დამკვრელი ძლიერი უნდა ყოფილიყო. საკრავი მეჭონეებს თავიანთი მსვლელობის დროს დაჰქონდათ და თითოეულ ეზოში სიმღერის ნაცვლად მასში სამჯერ ჩაჰბერდნენ. ნასიამოვნები მასპინძელი კი სააღდგომო კვერცხებითა და ტკბილი კვერებით ასაჩუქრებდა.
კახეთი
კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და ხალხში არიგებდნენ.
გურია
გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16-კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს უკვე მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.
სამეგრელო
სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელიენთო. ბოლოს „ქრისტე აღდგას” გალობით ყველანი შინ ბრუნდებოდნენ.
სვანეთი
მთავრი ეკლესიისკენ და იქ ესწრებოდნენ საზეიმო წირვას, დილით კი გადიოდნენ სასაფლაოზე. სააღდგომო ზარ-ზეიმი გრძელდებოდა მთელი კვირის განმავლობაში და დიდი მასშტაბურობით სრულდებოდა კვირაცხოვლობის დღესასწაულით.
თბილისი
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიული წყაროების თანახმად, საზოეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს მეფე, თავადები და აზნაურები დღევანდელი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრით სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულს აჯილდოებდნენ ოქროს ან ვერცხლის თასით. სწორედ აღნიშნული თასის ჩამოგდება გახლდათ შეჯიბრების შინაარსი და მისი მონაწილეების მიზანი.
CNews-ი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულეს!
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!