გაუჩნდა თუ არა მამუკა დოლიძეს ჩოხატაურის მერობის ამბიცია

“გურიის მოამბის” ინფორმაციით, ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი და ახლა ინდმეწარმეობით დაკავებული მამუკა დოლიძე ჩოხატაურის მერობას აპირებს.

ჩვენი წყაროს თქმით, დოლიძემ ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები მის ახლო მეგობართან, მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან.

წყარო ამბობს, რომ სწორედ ჩიგოგიძემ ურჩია დოლიძეს არ დაიწყოს დამოუკიდებელი თამაში და ეცდება “ოცნებასთან” დაულაგოს.

ის, რომ ოცნებას ჩოხატაურში კადრების ნაწილში ძალიან უჭირს ეს ახალი ამბავი არავისთვისაა.

შესაბამისად, არც ისაა გამორიცხული, რომ დოლიძე, მიუხედავად იმისა, რომ ის გამგებელი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, “ოცნებამ” მიიღოს.

თუმცა, თავად ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“გურიის მოაბესთან” საუბარში მამუკა დოლიძე ამბობს, რომ საკუთარი საქმითაა დაკავებული და ჯერჯერობით ამ თემაზე არ უფიქრია.

მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბრები არავისთან ჰქონია და ამ მონაცემებით არც გეგმავს.

თუმცა, რა იქნება მომავალში ამაზე დოლიძე გადაჭრით არ გვპასხუობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share