თვალთმაქცობა თუ მოსალოდნელი რეალობა – პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი “საჯარო პოლიტიკის” ეთერში კორუფციის წინააღმდეგ “ოცნების” მიერ გამოცხადებულ ბრძოლასთან დაკავშირებით საუბრობს და უმრავლესობის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას, მორიგ ფასადურ საქმეს უწოდებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართველი ოლიგარქის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ღარიბაშვილი შავ საქმეებს შეეწირა, რადგან ივანიშვილს სურს, კორუფციაზე თავად ჰქონდეს მონოპოლია დამყარებული.
“ოცნება” ე.წ. დღის წესრიგს ვეღარ ქმნიდა. კვლევებში, როგორც ჩანს, ამოუვიდათ, რომ ქვეყანაში პრობლემა კორუფცია არის. სწორედ კორუფცია აღარიბებს ქვეყანას. კორუფციის გამოა, რომ ფასებია გაზრდილი, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ტოვებს ქვეყანას. წაიკითხეს თავისი სოციოლოგიური კვლევებიდან და დღის წესრიგის შესაქმნელად ეს თემა შემოიტანეს, თორემ საქმით ისინი ხომ არაფერს არ გააკეთებენ. კორუფციასთან ე.წ. ბრძოლა ისეთივე ფასადური იქნება, როგორც ყველა სხვა საქმე, რასაც მათ ხელი მოკიდეს”, – ამბობს ცისკარიშვილი.