“შეხვედრა გავამართე ჩვენს მზადებაზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის… უკრაინა წარმოაჩენს თავის ხედვას ამ წლისთვის”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა.
“დღეს თებერვალში ჩვენი საერთაშორისო საქმიანობის შესახებ გრძელი შეხვედრა გავმართე. მათ შორის ჩვენს მზადებაზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურადაც. უკრაინა წარმოაჩენს თავის ხედვას ამ წლისთვის, რომელიც გადამწყვეტი იქნება მრავალი თვალსაზრისით, ისევე როგორც იმ პერსპექტივებს, რომელიც ყველა ჩვენს თავისუფალ ერს აქვს და არ უნდა დაკარგოს. თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას აღიარებს, ისევე როგორც ყველასი, ვინც უკრაინას ეხმარება, და ყველა ლიდერისა და ერის, ვისაც ისევე სურს მშვიდობა, როგორც უკრაინელებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.