“ბრალდებები სააკაშვილის წინააღმდეგ შეთითხნილია, მას არაკანონიერად აჩერებენ ციხეში” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი:

“ბრალდებები მის წინააღმდეგ შეთითხნილია, მას არაკანონიერად აჩერებენ ციხეში. საქართველოს მთავრობა კანონს არღვევს და არ მალავს, რომ ეს შურისძიებაა, ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვთ. თუ ეს არ მოხდება, ევროკავშირმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება უნდა განიხილოს, რადგან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და მთავრობა არღვევს იმ მთავარ პრინციპებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია გაწერილი.

საქართველოს მეგობრებს კარგად გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიღწევები, თუ როგორ მოაბრუნა მან საქართველო დასავლეთისკენ და როგორ შეაქცია ზურგი პუტინის რუსეთს, მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება და ის ამას აუცილებლად მიიღებს”,-თქვა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share