„ჰყვა ძე სამია, უბრძნე მამია, მჯობნი ყოველთა მეფისა შვილთა,
უხვი, მაღალი, სიტყვა მდაბალი, შემმატებელი მამისა ქმნილთა,
სადა მიმართა, საქმე გამართა, გაუჭირები ძნელთა ადვილთა,
მეფესა სძლია, ხრმლითა მალია, შვების ჟამს მოსწყტა ქვეყზის ნაზილთა.“
.
„ჰე გურიელო! მეფეთ მძლეველო, შენ სასურველო, მეფეთ-მეფეო,
სვე სახიერო, ტან შვენიერო, ტკბილ მეცნიერო, მეიეფეო,
ღვთისა მიერო, მზეო ციერო, რომელსაც გიყვარს აზან სეფეო,
დ:დო მძლევანო, სახელოვანო, შენ ლიხთ-იმერი გაიტერფეო.“
.
“იყოს მცეელ მისა, იესო ისა, ამ სოფელსა და მერმის დღისაო,
აქებენ ტონი, თვით ცისა ხომნი, და იოვანე ხმა სიტყვისაო,
არს დიდ უძლეველ, ყოველთ მტერთ მძლეველ, ქვრივთა-ობოლთა, მხსნელი ტყვისაო,
ძე დედიანად, სეებედიანად ჰქმენ ტკბილო ძეო ქალწულისაო”
.
P.S. ეს ფრაგმენტებია, მთლიანობაში კი ჩემი აზრით ბრწყინვალეა, იწყება მამია გურიელის მამით გიორგი გურიელით, შემდეგში ჩამოთვლილია მამია გურიელის ყველა გამარჯვება
.
მამია II გურიელი – 1591 წელს წარმატებით დალაშქარა აფხაზეთი, 1909 წელს დაიკავა ოდიში, ამავე წელს ხარკი შეუწყვიტა ოსმალებს, ამავე 1909 წელს შეიჭრა ჭანეთში და განდევნა ოსმალები. სიგელებში იწოდებოდა მეფედ და ცნობილია „შავი გურიელის“ სახელით. „შავი გურიელის“ ხელში გადავიდა მთელი აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთი და მისი კონტროლი ვრცელდებოდა მთელს დასავლეთ საქართველოზე. 1614 წელს ბათუმში ხელი მოაწერა ოსმალეთის იმპერიასთან ზავს.
.
ბერი პეტრე ჩხატრაისძე („გურიიდგან“), იგივე იოანე ჩხარაიშვილი, იოანე ჩხატარაიძე – განათლება მიიღო ტრაპიზონში, თეოლოგი, მგალობელი, პოეტი, მთარგმნელი, მწერალი და მეცნიერი; დაწერილი – „ბერი იოანე ჩხატარაიძე გურიიდგან. ამას დაუწერია ლექსად ისტორია ქართველთა წმინდათა. ამასვე ჰქონია დაწერილი ქრისტიანობის ისტორია ქობულეთში (1698 წ.)“ (ჯანაშვილი). პოლიქტოს კარბელაშვილის მიხედვით იყო განთქმული მგალობელი; თარგმნილი აქვს „ალექსანდრიანი“;
.
ჩახრუხაული – ლექსი, რომლის წინა მუხლის ტერფებიც გარითმულია.
.
– ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის ანთოლოგია
.
– ნახატი დონ კრისტოფერო დე კასტელის ალბომიდან – მამია II გურიელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა