ქართული ენის მდგომარეობა გურიაში 1905 წლისათვის და გურული მასწავლებლების გადაწყვეტილება

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველობის 1897 წ. 19 დეკემბრის №18 დადგენილების (ე.წ. საჟურნალო დადგენილება) ფრაგმენტი: „გამოეცხადოთ მოსწავლეებს, რომ სასწავლებლის შენობაში ისინი ვალდებულნი არიან მხოლოდ რუსულად ესაუბრონ ერთმანეთს, მიეცეთ მათ წინადადება, რომ თავიანთ სახლშიც რუსულად ისაუბრონ ერთმანეთთან. დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი დასჯილი იქნებიან.“
.
სასაწავლებელში დაწესებული იყო მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობა, რომლებიც აკონტროლებდნენ სასწავლებელში სასაუბროდ რუსული ენის გამოყენებას. ყველა მასწავლებელი და მოსწავლე მასთან ქართულად გამოლაპარაკების შემთხვევაში ვალდებულნი იყვნენ ეცნობებინათ ამის შესახებ მმართველობისათვის. მორიგე მოსწავლეებს ურიგდებოდათ სპეციალური წიგნაკები, რომელშიც იწერდნენ დამრღვევთა სახელებს. სასაუბროდ ქართული ენის გამოყენებაში შემჩნეული მოსწავლეები ისჯებოდნენ სასწავლებლის მმართველობის მიერ.
ნიკო მარი 1905 წელს წერდა: „ყველაფერი, რაც ამ გურულებმა იციან უნდა უმადლოდენ თვითგანათლებას, ასევე ღარიბ ქართულ პრესასა და ნაწილობრივ რუსულ ბროშურულ ლიტერატურას.“
.
„არ შეიძლება არ განიცადო ღრმა მწუხარება თანამედროვე ქართული ლიტერატურის სიღარიბესთან დაკავშირებით, რაც არის შედეგი ქართული ენის მრავალწლიანი და სისტემატური გაძლიერებული დევნისა. ქართულის დევნა სკოლაში, ეკლესიაში და ლიტერატურაში, ხელს უწყობს მხოლოდ გონების ცალმხრივ განვითარებას და ხელს უშლის ფართო ჰორიზონტის გამომუშავებას და ჯანსაღ აზროვნებას, რომლის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებლად შეხვიდე თანამედროვე ცხოვრებისეული რთული საკითხების განსჯაში.“
.
„სამარცხვინო შთაბეჭდილებას ტოვებს მოულოდნელი შეტევა ადგილობრივი სკოლების ძალადობრივი რუსიფიკაციის მიზნით. ისე როგორც გურიაში გამართულ მიტინგებზე გამოცხადდა ამის საპასუხოდ ქუთაისში ახლახან გამართულ მასწავლებელთა ყრილობაზე მიიღეს ახალი სასკოლო პროგრამა და გადაწყვიტეს, რომ თუ კი ახალი სახალხო სასკოლო პროგრამით არ იქნებოდა სწავლება არ გახსნიდნენ სამთავრობო სკოლებს, თავისუფალ სკოლებში კი განახლდებოდა სწავლება ახალი სისტემით.“
.
ნიკო მარი – Изъ гурійскихъ наблюденій и впечатлѣній (Проф. Н. Марръ)
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share