“ფარჩაკი და მელკი ვაჭარია” – ლევან ვასაძე ივანიშვილზე

რაინდის და ფეოდალის დაპირისპირება. ამას “ოცნებაში” არ ელოდნენ.  მმართველი პარტია დღეს რამდენიმე საათი ფიქრობდა, რა ეპასუხა ლევან ვასაძისთის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მათი მოკავშირე იყო. ფარჩაკი და მელკი ვაჭარი – ასე მოიხსენიებს  ვასაძე ბიძინა ივანიშვილს. დიდი ხნის დუმილის შემდეგ  ჩრდილიდან იმიტომ გამოვიდა, რომ  იერიში პირდაპირ ოლიგარქზე მიეტანა. ამბობს რომ ივანიშვილი ის ფეოდალია, რომლის გარეშეც ქვეყანაში არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება.

რაინდი, რომელიც ქართველობას ხან ჩოხით და ხან კომბლით ხელში იცავდა, ივანიშვილს აუჯანუყდა. ამ წლების განმავლობაში ვასაძე, ქუჩაში  მხოლოდ იმ  დროს გამოდიოდა, როდესაც ოცნებას სჭირდებოდა, დღეს კი ოლიგარქს უტევს. რა მოხდა ყოფილ  ბიზნეს პარტნიორებს შორის.  რადიკალურად შეცვლილ რიტორიკაში ფარული პოლიტიკური ამბიციები იკითხება.  არ არის გამორიცხული,  პრორუსი რადიკალების თანამოაზრე რაინდმა ივანიშვილზე ხმაურიანი თავდასხმით საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია გახსნა.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share