“თქვენ იცით მე რომ პიანისტი ვარ? ხომ იცით? მუსიკოსი ხომ ვარ? მე მაქვს ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, რომლისთვისაც ჩამოვედი მე საქართველოში. “ოცნებაში” ამიტომ მოვედი რომ უნდა გავაკეთო ის საქმე, რაც მე მევალება“-ასე პასუხობს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას დეპუტატი ელისო ბოლქვაძე, რომელიც დღეს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ივერი მელაშვილზე თავდასხმას ეხებოდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, სავაჭრო ცენტრში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბაქარ ადამია, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელია. ადამიამ მელაშვილს მოღალატე უწოდა. ის რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე სამთავრობო მედიისა და მათ მიერ კონტროლირებად ფეისბუკ გვერდებზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს, ამას მითების დეტექტორის მიერ გაშიფრული სქემაც მოწმობს.