თორნიკე მამალაძის თქმით, ციხიდან გათავისუფლებული დეკანოზი მილოცვებს იღებს – მამა გიორგი მამალაძის ძმა, ამბობს, რომ სასულიერო პირს შვიდწლიანი პატიმრობის დასრულებას სატელეფონო ზარებით მაღალი იერარქები ულოცავენ.
მისივე თქმით, დეკანოზი გაათავისუფლეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმეა.
თორნიკე მამალაძეს თქმით, საპატიმროდან გათავისუფლებულ დეკანოზთან კომუნიკაცია არ ჰქონია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს.
”მეუფე დიმიტრის (ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის) სურვილი არ ვიცი, რადგან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა ჩვენს შორის. დღეს არაერთმა მაღალმა იერარქმა დაგვირეკა, მიულოცა, პირადად გაესაუბრა ჩემს ძმას. თითოეული მათგანი ადასტურებს, რომ ისინი ჩემი ძმის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებათ.
ჩემი ძმა ნებისმიერ ადამიანს შეხვდება, ვინც მის ნახვას მოინდომებს. მისი სურვილი იქნება რა თქმა უნდა მაღალ იერარქებთან შეხვედრას, რადგან ის პასუხგაუცემელი კითხვები, რაც ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა, აუცილებლად საზოგადოებას უნდა მიეწოდოს პასუხები”- თქვა თორნიკა მამალაძემ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მეუფე დიმიტრი ბოლო რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ გადის მკურნალობას. შესაბამისად, შედგება თუ არა დიდი შეხვედრა მეუფესა და დეკანოზს შორის 7 წლიანი პატიმრიბის შემდეგ უცნობია.
დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს მისი მხარდაჭერის გამბედაობა არ აღმოაჩნდა.
პატიმრიბიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებდნენ.
გუიორგი მამალაძეს9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ადვოკატების განცხადებით, დეკანოზს ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხო.