ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ქუჩა კიევში – უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელიც უკრაინელი ხალხის გვერდით იდგა სიცოცხლის ბოლო წამამდე, რომელიც მხარს უჭერდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ღიად გმობდა პუტინის სისხლიან ომს – კიევის საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება 9 თებერვალს მიიღო. ომში მყოფ ქვეყანაში, სხვადასხვა ობიექტებისთვის სახელების ცვლილება დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის პროცესის ფარგლებში ხდება. უკრაინაში საბჭოთა და რუსული მმართველობის დროს დაწესებული ქალაქების, ქუჩების, სოფლებისა და სხვა ობიექტების სახელწოდებების ცვლილება 2014 წლიდან დაიწყო; როდესაც კიევში ევრომაიდნის მოვლენები განვითარდა და პუტინის რეჟიმმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ბუბა კიკაბიძე – ლეგენდა რომლის სახელის უკვდავება კიდევ ერთხელ კიევში რამდენიმე დღის წინ მოხდა.