” ნიკა გვარამიას განწყობა გადამდებია, მშვიდი და მტკიცე განწყობა მიუთითებს, რომ დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში..რისთვისაც ის იბრძვის ჩვენთან ერთად, მე მჯერა, რომ მალე იქცევა რეალობად. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა რამდენიმე წლის წინ აჭარის ტელევიზიას იჯიბავდა ივანიშვილი , მაშინ ჩვენ ამაზე არ ვრეაგირებდით. ასე ჩვენ ნელნელა ყველაფერი დავთმეთ და თუ არ გამოვფხიზლდით, მივალთ იმ წერტილამდე, როცა არაფერი გვექნება დასაკარგი” , – ამის შესახებ დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი, ტვ პირველის ეთერში საუბრობს.