მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხმაური იყო.
ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქალს ტაძარი დაატოვებინა.
გარცელებული ინფორმაციით, სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს ყოფილმა თანამშრომელმა მეუფეს ხელფასთან დაკავშირებით ჰკითხა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.
მეუფე სტეფანეს განცხადებით, ის პროვოკატორია და ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია.
„თქვენი სათქმელი ქუჩაში… გაიყვანეთ, გაიყვანეთ მამაო. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია და არ შემოუშვათ. გაიყვანეთ და არ შემოუშვათ. ეს არის პროვოკატორი“, – აცხადებს მეუფე სტეფანე გავრცელებულ კადრებში.