სამართალდამცველები 4 საათზე მეტია, რაც გოგებაშვილის ქუჩაზე მუშაობენ. ისინი ადგილობრივებს თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ ფოტოს აჩვენებენ და მასზე ინფორმაციას ეკითხებიან. პარალელურად, პოლიცია ცდილობს დაადგინოს როგორი კონტაქტი ჰქონდა მოკლულ შეინი ბრუკს მეზობლებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტებიდან უკვე ამოიღო. გოგებაშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.