ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა ყოველ დღე უფრო გვაშორებს ევროპასთან, რადგან მისი თქმით, “მთავარი არხის” დამფუძნებელი უდანაშაულო სინდისის პატიმარია.
ნიკა გვარამიას პატიმრობა, ყოველი დღე არის ევროპისგან დაშორების მცდელობა და ყოველ დღე ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯებს და ვშორდებით ევროპას, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს აბსოლუტურად უდანაშაულო სინდისის პატიმარი ნიკა გვარამია. ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენი მთავრობა წავიდა ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, უნდა აუცილებლად მოვაშოროთ ის მთავრობა, რომელიც მიდის მისივე მიღებული კონსტიტუციის წინააღმდეგ. ნიკა გვარამია სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ უნდა გატავისუფლდეს”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა დაფუძნებულია. “მთავარი არხის” დაპატიმრებული გენერალური დირექტორის მეგობრებმა და მხარდამჭერებმა ახალ მოძრაობას საფუძველი რუსთავში იმ საპატიმროსთან ჩაუყარეს, სადაც სასჯელს ნიკა გვარამია იხდის.