ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის! – ქვეყანაში სტარტი ახალმა მოძრაობამ, რუსთავის ციხიდან აიღო. “იქნება წნეხი ხელისუფლების ყველა შტოზე იქამდე, ვიდრე საბოლოო მიზანი არ შესრულდება- გვარამია უნდა გათავისუფლდეს” – საერთო იდეის გარშემო ერთიანდება ყველა. “მთავარი არხის” დირექტორის მეგობრები “რა, სად, როდიდან”, მეგობრები ტელევიზიებიდან და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
მოქმედება ორბელიანების სასახლიდან იწყება – პირველ შეხვედრას მოძრაობის წევრები ქვეყნის პრეზიდენტთან გეგმავენ.
ახალი მოძრაობა “ოცნების” ახალ თავისტკივილად დაფუძნებიდან რამდენიმე საათში იქცა. ირაკლი კობახიძე გაბრაზდა, ამიტომ თავდასხმის სერიის დაწყების ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. “ოცნების” თავმჯდომარე ისე შორს წავიდა, რომ ნიკა გვარამიასა და ბადრი ესებუას შორის ლამის ტოლობის ნიშანი დასვა. ახალი მოძრაობის წევრები კი კრიმინალების მფარველებად შერაცხა.