“შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ნავალნის გარდაცვალება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე გამოცხადდა. ეს იყო მესიჯი ამ კონფერენციისთვის”

“მე ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ ყოფილა, როცა ნავალნის გარდაცვალება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე გამოცხადდა. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს, ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს იმას, რასაც უნდა და სადაც უნდა. ვფიქრობ, რომ ეს მიუნხენის კონფერენციისთვის მესიჯი იყო”,

– ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში DPA-სთან ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share