მედიის ცნობით, ანექსირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის მებრძოლს, რომელიც მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია.
დაკავებულს ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მკვლელობა.
ქართველი მებრძოლი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.